Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცაციაშვილი: მოზარდის საქმეზე 15 დეკემბერს ის ინფორმაცია გამოვაქვეყნეთ, რაც მაშინ გვქონდა


ნინო ცაციაშვილი
ნინო ცაციაშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ცაციაშვილი ამბობს, რომ 15 დეკემბერს არასრულწლოვნის, ლუკა სირაძის საქმეზე გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც უწყებას იმ დროისთვის ჰქონდა. მისი თქმით, გამოძიების შედეგად ახალი გარემოებების გამოჩენის შემდეგ სურათის შეცვლა ჩვეულებრივი მოვლენაა.

ჩვენი მხრიდან აღნიშნული ინფორმაციის გაჟღერება მოხდა იმ ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, რაც მაშინ გვქონდა და არა კონკრეტული მტკიცებულების საფუძველზე, რაც შემდგომში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ იქნა მოძიებული კონკრეტული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების შედეგად.

ის რომ დასაწყისში ინფორმაცია განსხვავდება იმისგან, რაც შემდგომში გამოძიების შედეგად შეიძლება გამოიკვეთოს, ეს არის ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა იქიდან გამომდინარე, რომ სულ რამდენიმე დღის შემდეგ მოხდა ჩვენი მხრიდან ინფორმაციის გავრცელება. ამასთან რაიმე მტკიცებით ფორმატში რაიმე სახის განცხადება ლოგიკურია მას შემდეგ იქნება რეალურად გაჟღერებული, როცა სახელმწიფო ინსპექტორი სრულად გასცემს ყველა კითხვას პასუხს, რაც იყო საზოგადოებაში“, - განაცხადა ნინო ცაციაშვილმა მედიასთან, რომელიც დაინტერესდა, რატომ უარყო შინაგან საქმეთა მინისტრმა ბრიფინგზე მოზარდზე პოლიციის მხრიდან განხორციელებული ზეწოლა:

“მე უხერხულობას მიქმნის სპეკულაციები და არასწორი ინტერპრეტირება ბრიფინგის. , თქვენ შეგიძლიათ კიდევ ერთხელ ნახოთ ძალიან დეტალურად ჩემი ბრიფინგი. იქ იყო ხაზგასმა იმაზე, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნული გარემოება არ დასტურდებოდა, თუმცა იქვე იყო განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიება მიმდინარეობდა ინსპექტორის სამსახურში და ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცემოდა ინსპექტორის მიერ. .

მე ბრიფინგში დავადასტურე ის ფაქტი, რომ 3-4 წუთი მოადგილეს ნამდვილად ჰყავდა გაყვანილი [მოზარდი]“, - აღნიშნა ნინო ცაციაშვილმა.

15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის საქმეზე ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში 15 დეკემბერს გაიმართა. ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა განაცხადა, რომ პოლიციის განყოფილებაში მოზარდზე ზეწოლა არ განხორციელებულა.

15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის საქმეში 19 დეკემბერს ბრალი წაუყენეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელს მარიანა ჩოლოიანს. მას ბრალად ედება ჩვენების მიცემის იძულება.

ლუკა სირაძე, რომელმაც 11 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

თვითმკვლელობის მცდელობამდე მოზარდი „მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე გამოკითხეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG