Accessibility links

logo-print logo-print

სენატი დათანხმდა საქართველოში აშშ-ის ელჩად კელი დეგნანის დანიშვნას 


კელი დეგნანი

19 დეკემბერს აშშ სენატმა საბოლოო თანხმობა მისცა კელი დეგნანის კანდიდატურას საქართველოში აშშ-ის ელჩის პოზიციაზე.

მომავალი ელჩი ამ რანგში უკვე დაიწყებს ოფიციალურ შეხვედრებს ვაშინგტონში, რათა სწრაფად გაიაროს ფორმალური პროცედურები, რომლებიც წინ უნდა უძღვოდეს მის ოფიციალურ ჩამოსვლას საქართველოში.

კელი დეგნანი ოფიციალურიად აშშ-ის ელჩის მოვალეობების შესრულებას მას შემდეგ შეუდგება, რაც საქართველოში რწმუნებათა სიგელს გადასაცემს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს.

კალიფორნიელი კელი დეგნანი კარიერული დიპლომატია, აქვს მრჩეველი-დესპანის სტატუსი და საქართველოში ელჩად დანიშვნამდე მსახურობდა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკურ მრჩევლად.

მანამდე კელი დეგნანი მუშაობდა იტალიასა და კოსოვოში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ.

25-წლიანი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში, კელი დეგნანი პოლიტიკურ მრჩევლად საქმიანობდა ნატოში აშშ-ის წარმომადგენლობაში და თურქეთში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური მრჩევლის მოადგილედ. ასევე, იყო ავღანეთში ამერიკული საბრძოლო ბრიგადის სამოქალაქო წარმომადგენელი.


საქართველოში აშშ-ის ელჩი ფილოსოფიის დოქტორია, აქვს ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკაში. ფლობს იტალიურ, ფრანგულ, თურქულ და ურდუს ენებს.

სენატში მისი მოსმენა ელჩის კანდიდატის რანგში, 30 ოქტომბერს გაიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG