Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარიანა ჩოლოიანის ადვოკატები გირაოს გამოყენებას ითხოვენ


მარიანა ჩოლოიანი
მარიანა ჩოლოიანი

დაცვის მხარემ გაასაჩივრა მცირეწლოვნის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებული გამომძიებელის, მარიანა ჩოლოიანის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა თეონა გვაზავამ განუცხადა, დაცვის მხარე ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს.

ადვოკატების საჩივართან დაკავშირებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 72 საათის განმავლობაში უნდა იმსჯელოს.

15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი კლინიკიდან რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში 20 დეკემბერს გადაიყვანეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG