Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაირკვა „ლელოს“ თავმჯდომარისა და პოლიტიკური საბჭოს წევრების ვინაობა


პოლიტიკური გაერთიანების, „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელი ყრილობის დელეგატებმა პარტიის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს მამუკა ხაზარაძე.

„ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია პარტიის თავმჯდომარედ არჩევა. გარწმუნებთ, გპირდებით, რომ ამ პასუხისმგებლობას ღირსეულად გავართმევ თავს, არ დავიშურებ ცოდნას და ენერგიას იმისათვის, რომ თქვენთან ერთად, საზოგადოებასთან ერთად დავდოთ საქართველოს გამარჯვების ლელო! ჩვენი ქვეყანა ღირსია გამარჯვებების!“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე, რომელიც 22 დეკემბერს, ექსპო-ჯორჯიის მე-11 პავილიონში გაიმართა.

მამუკა ხაზარაძემ პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარედ დაასახელა დავით უსუფაშვილი, პარტიის გენერალურ მდივნად კი - ბადრი ჯაფარიძე.

ყრილობის დელეგატებმა ასევე აირჩიეს პარტიის პოლიტიკური საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

ლაშა ბაქრაძე - ისტორიკოსი, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი; საბა ბუაძე - იურისტი; დეა მეტრეველი - ფილოლოგიის დოქტორი, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი; გრიგოლ გეგელია - პოლიტოლოგიის დოქტორი; თამაზ დათუნაშვილი - სოც. ადმინისტრირების მაგისტრი; სოსო ვახტანგაშვილი - საქ. პარლამენტის ყოფილი წევრი; ანა ნაცვლიშვილი - იურისტი; ირაკლი კუპრაძე - იურისტი, სამოქალაქო აქტივისტი; მამუკა კაციტაძე - პოლიტიკოსი, პარალამენტის ყოფილი დეპუტატი, თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი; კახა კოჟორიძე - იურისტი; გია მორდეხაშვილი - ბიზნესმენი; თამარ შავგულიძე - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი; დავით უსუფაშვილი - საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე; ფიქრია ჩიხრაძე - ფილოლოგი, საქ. პარლამენტის ყოფილი წევრი; გიორგი კანაშვილი - კომპიუტერული ინჟინერიის სპეციალისტი, კავკასიური კვლევების მაგისტრი; კახა ხაზარაძე - ბიზნესმენი; ბადრი ჯაფარიძე - ფსიქოლოგი, ბიზნესმენი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG