Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეზე ხუთ პირს სიკვდილი მიესაჯა


ჯამალ ხაშოგი
ჯამალ ხაშოგი

საუდის არაბეთის სახელმწიფო ბრალმდებლის ცნობით, ერ-რიადის სასამართლომ სასჯელის უმაღლესი ზომა, სიკვდილით დასჯა, მიუსჯა ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ხუთ პირს. დანარჩენ სამს პატიმრობა შეეფარდა.

გაზეთ Washington Post-ის კომენტატორი ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს მოკლეს, სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოს შენობაში. მისი გვამი დაანაწევრეს, საკონსულოდან გაიტანეს და ადგილობრივ „თანამშრომელს“ გადასცეს.

მკვლელობის წინ ხაშოგი მწვავედ აკრიტიკებდა ერ-რიადის პოლიტიკას, კერძოდ, ტახტის მემკვიდრე, პრინც მუჰამედ ბინ სალმანს.

თურქეთის ხელისუფლებამ და ამერიკის სპეცსამსახურებმა ჟურნალისტის მკვლელობაში პრინცი დაადანაშაულეს. საქმეში ფიგურირებდა ტახტის მემკვიდრის ყოფილი თანაშემწე საუდ ალ-კახტანი, მაგრამ მსჯავრდებულთა სიაში მისი გვარი არ ფიგურირებს.

ხაშოგის მკვლელობაში ბრალდებულთა სასამართლო პროცესი მკაცრად გასაიდუმლოებულ ვითარებაში წარიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG