Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაქსისმაგვარი ტრაფარეტის ალტერნატივად, „შმაქსი“ შსს-ს ახალ ლოგოს სთავაზობს


ტაქსისმაგვარი ტრაფარეტის ალტერნატივად, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს შპს „შმაქსისთვის“ ახალ ლოგოს სთავაზობს.

თბილისის საკრებულოს დადგენილებით, მანქანაზე ტაქსის აღმნიშვნელი მანათობელი ნიშნის განთავსება, რომლის გამოც ავტომობილი აღიქმება ტაქსად, უნებართვო საქმიანობად ითვლება. ამის გამო, რამდენიმე ათეული შმაქსისტი 200 ლარით დააჯარიმეს.

„ჩვენ შევქმენით ახალი ლოგო „განათლების ნიშანი“... დაგვიდასტურონ, რომ ამ ლოგოს გამოყენების შემთხვევაში შმაქსისტებს აღარ დააჯარიმებენ“, - ამბობს ჯაფარიძე.

„შმაქსის“ დამფუძნებლის თქმით, თუ შსს-ს ეს ლოგოც არ მოეწონება, მას კიდევ რამდენიმე ვერსია აქვს, მაგალითად:

„თავდაცვის მინისტრი“

„გაპუტული ნაძვის ხე“

„ბიძინას ხე“

„კარები და ორი გოლი“

„კალაძის შუა თითი“

ჯაფარიძის თქმით, თუ შინაგან საქმეთა სამინისტროში არცერთი ლოგო არ მოეწონებათ, „შმაქსი“ მზადაა, უწყების შეთავაზებული ნებისმიერი ლოგო გამოიყენოს.

„შმაქსი“ ტაქსების რეგულაციის პარალელურად შეიქმნა და ის მგზავრებს სასურველ ადგილას მიყვანასთან ერთად „საღ აზრსა და სწორ მორალს“ სთავაზობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG