Accessibility links

logo-print logo-print

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა შეწყვიტა


სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მსჯავრდებულმა შიმშილობა შეწყვიტა.

„ჩემი თხოვნის შემდეგ მან შიმშილობა შეწყვიტა და დამიდასტურა, რომ წყვეტს შიმშილობას დროებით“, - თქვა ლომჯარიამ.

გიორგი მამალაძემ შიმშილობა 6 იანვარს, მას შემდეგ გამოაცხადა, რაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მის შეწყალებაზე უარი თქვა.

2019 წლის 31 ოქტომბერს სინოდმა გადაწყვიტა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის მიემართა გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ე.წ. ციანიდის საქმეზე. სასამართლომ გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. დეკანოზი დანაშაულის ჩადენას უარყოფს.

გიორგი მამალაძე არც საქართველოს წინა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG