Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ანას ბაღში“ აქციის კიდევ 4 მონაწილე დააკავეს


„ანას ბაღში“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შსს-მ კიდევ 4 პირი დააკავა. შსს-ის ინფორმაციით, ისინი დაკავებულები არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დღეს, უფრო ადრე, ამავე საპროტესტო აქციაზე იმავე მუხლებით 6 პირი დააკავეს.

ვარკეთილის ზემო პლატოზე, მეორე მიკრორაიონში, „ანას ბაღის“ მიმდებარედ, შპს „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის“ სამშენებლო ტექნიკა 9 იანვარს, დილიდან გამოჩნდა. კომპანიის წარმომადგენლებისა და ტექნიკის გამოჩენას, ხმაური და მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ისინი ბაღის მიმდებარედ ათსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG