Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰესის მშენებლობის არეალში მოქცეული ქონების მესაკუთრეები შეთავაზებულ კომპენსაციას აპროტესტებენ


საპროტესტო აქცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდში
საპროტესტო აქცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდში

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდის მცხოვრებთა ნაწილმა, რომელიც ჰესის მშენებლობის გამო დასათმობი ქონებისთვის შეთავაზებული კომპენსაციის სიმცირეს აპროტესტებს, ცოტა ხნით გადაკეტა ჰესისკენ მიმავალი გზა.

გამაფრთხილებელი აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა მოითხოვეს. აქციაზე მისულ ხელვაჩაურის მერს, ჯუმბერ ვარდმანიძეს მარადიდელებმა უთხრეს, რომ თუ მათი მოთხოვნა 10 დღის განმავლობაში არ შესრულდება, ჰესის მშენებელი კომპანიის ტექნიკას გზაზე არ გაატარებენ და აქციებს აჭარის მთავრობის შენობასთანაც გამართავენ.

მარადიდთან მოსაზღვრე სოფელ კირნათში, მდინარე ჭოროხზე ჰიდროელექტროსადგურს კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“ აშენებს. 2019 წლის თებერვალში საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ მიიღო მარადიდში მცხოვრები 34 მოქალაქის ქონების ექსპროპრიაციის გადაწყვეტილება. სოფლის მცხოვრებთა საკუთრება „კირნათი ჰესის“ მშენებლობის არეალშია. მარადიდელები ამბობენ, რომ კომპანია კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთში 18 ლარსა და 20 თეთრს სთავაზობს, რაც მათთვის კატეგორიულად მიუღებელია. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათი ქონება, რომელიც უნდა დათმონ, მხოლოდ მიწის ნაკვეთებს არ მოიცავს, ამიტომ მოითხოვენ, რომ საკუთრების რეალური ღირებულება დამოუკიდებელი ექსპერტიზით შეფასდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG