Accessibility links

logo-print logo-print

ახალგორელების ნაწილისთვის ე.წ. საზღვარი 6 თებერვლამდე იქნება ღია


რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი იუწყება, რომ ე.წ. უშიშროების საბჭოს 2019 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილების თანახმად, „რაზდახანის“ გამშვებ პუნქტზე ახლაგორის მცხოვრებლებს, რომლებსაც არ აქვს დე ფაქტო სამხეთ ოსეთის (რუსეთის) მოქალაქის სტატუსი და რომლებიც პენსიას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იღებენ, ორ თვეში ერთხელ გაატარებენ.

ამ კატეგორიის მოქალაქეების ახალგორიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადასვლა ნებადართულია 24 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით.

„რაზდახანის“ გამშვები პუნქტი მოქალაქეებს გაატარებს საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით დილის 08:00 საათიდან 11:00 საათამდე. ხოლო უკან ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეუშვებს 17:00 საათიდან 20:00 საათამდე.

"რახდაზანის" გამშვები პუნქტის შემდგომში გახსნის შესახებ ახალგორის მოსახლეობას ინფორმაციას რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი რაიონის ხელმძღვანელობის მეშვეობით მიაწვდის.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ 24 იანვარს 10 დღის ვადით გახსნა ახალგორის რაიონთან თითქმის ხუთი თვის დაკეტილი ე.წ. საზღვარი. დრობითი ღონისძიებას 3 თებერვალს ეწურებოდა ვადა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის რაიონთან ე.წ. საზღვარი 2019 წლის 4 სექტემბერს დაკეტა. დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ გზა არ გაიხსნება, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ გააუქმებს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან, აგვისტოს ბოლოს განთავსებულ საპოლიციო საგუშაგოს. ე.წ. საზღვრის დაკეტვით, დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორელებს შეუზღუდა წვდომა სამედიცინო მომსახურების, პენსიის და განათლების მიღებაზე საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG