Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსზე 24 ანალიზის პასუხს დღეს ველოდებით


საქართველოში კორონავირუსის 130 შესაძლო შემთხვევაა გამოკვლეული, 3 დადასტურებული, 24 ადამიანის ანალიზის პასუხი კი დღეს გახდება ცნობილი, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. მისი ცნობით, ნიმუშები ლუგარის ცენტრში თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოდან და დასავლეთ საქართველოს ინფექციური საავადმყოფოებიდან გაიგზავნა.

კორონავირუსით ინფიცირებული სამივე პაციენტი გადის დაკვირვებასა და მკურნალობას ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში - მათი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG