Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსთან დაკავშირებით რა მდგომარეობაა საქართველოში 2 მარტის მდგომარეობით


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა. 2 მარტის მდგომარეობით, ლაბორატორიულად დადასტურებული კვლავ 3 შემთხვევაა. მონაცემები ჟურნალისტებს რამდენიმე წუთის წინ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გააცნო.

ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში კარანტინში 97 ადამიანია. (ჯანდაცვის მინისტრი 120-ს ასახელებს) მათგან 40 სამედიცინო დაწესებულებებშია. ლუგარის ლაბორატორიაში თბილისიდან, გორიდან და ქუთაისიდან გადასამოწმებლად სულ 14 სინჯია გადაგზავნილი.

"თავი ავარიდოთ მოგზაურობას, თუ გადაუდებელი საჭიროება არ არის (სამხრეთ კორეა, ჩინეთი, ირანი და იტალია). ეს არ არის აკრძალვა, თუმცა თავი შეიკავეთ", - განმარტა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ჩინეთში მდგომარეობა დამშვიდებისკენ მიდის. თუმცა სწრაფი ტემპით იზრდება ჩინეთს გარეთ დაინფიცირებული ქვეყნების რაოდენობა და ის 65-ს გაუტოლდა.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის სამი შემთხვევაა დადასტურებული. სამივე საქართველოს მოქალაქეა. პირველი 50 წლამდე მამაკაცია, რომელიც ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა. მეორე 31 წლის ქალია, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა. მესამე ინფიცირებული კი მამაკაცია, რომელიც მანამდე ირანში იმყოფებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG