Accessibility links

logo-print logo-print

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იზრდება კორონავირუსით დაავადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი


აშშ-ის ჯანდაცვის სფეროს ოფიციალურ პირთა ცნობით, აშშ-ში მეორე ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით, COVID-19-ით. ამასობაში სულ უფრო მეტი ქვეყანა და აშშ-ის შტატი იტყობინება დაავადების ახალი შემთხვევების გამოვლენის შესახებ. 1 მარტს გარდაიცვალა 70-ს გადაცილებული მამაკაცი სიეტლის მახლობლად, იტყობინებიან აშშ-ის ვაშინგტონის შტატის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლები. ვაშინგტონის შტატში ინფიცირების ათეულობით შემთხვევაა გამოვლენილი.

2 მარტს ქუვეითმა 10 ახალი შემთხვევა დააფიქსირა. ქვეყანაში კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რიცხვმა 46-ს მიაღწია.

COVID-19-ით დაავადების პირველი შემთხვევები გამოვლინდა შოტლანდიასა და დომინიკელთა რესპუბლიკაში, ასევე როდ-აილენდსა და ნიუ-იორკში.

United Airlines-მა გამოაცხადა, რომ სავარაუდოდ მეტ რეისს გააუქმებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 1 მარტს განაცხადა, რომ მსოფლიოში ინფიცირებულია 86 000 ადამიანი და გარდაიცვალა 3000-ზე მეტი.

დაავადება გასული წლის ბოლოს გაჩნდა ცენტრალურ ჩინეთში, უჰანში.

COVID-19-ით დაავადების შემთხვევები აღირიცხა მსოფლოს 63 ქვეყანაში. ჩინეთის გარეთ ყველაზე მძიმე ვითარებაა ირანში, სადაც ამჟამად დაავადებულია 1000-მდე ადამიანი და გარდაიცვალა 55.

საქართველოში ამ მომენტისთვის კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი იმყოფება ინფექციური საავადმყოფოს კარანტინში. მედიკოსების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG