Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის კლინიკაში მოთავსებული 3 პაციენტის ანალიზის პასუხს საღამოს ელოდებიან


ქუათაისის ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში ამ დროისთვის, სავარაუდო კორონავირუსის ინფექციით 9 პაციენტია მოთავსებული. კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

6 მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, 3 პაციენტის ანალიზები კი ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი. მათ შორის ერთი, შვიდი წლის ბავშვია, რომელიც მშობლებთან ერთად 10 დღის წინ იტალიიდან ჩამოვიდა და გუშინ მომატებული ტემპერატურის გამო, კლინიკაში მოათავსეს. მშობლებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩივილები არ აქვთ და ისინი სახლში იმყოფებიან.

თემურ ნადირაძის თქმით, 1 მარტს კლინიკაში მოათავსეს კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ქუთაისის აეროპორტში იტალიის დედაქალაქ რომიდან ჩამოფრინდა და კლინიკაში აეროპორტიდან მიიყვანეს. მას ტემპერატურა ჰქონდა მომატებული.

რაც შეეხება მესამე პაციენტს, ისიც უცხოეთშია ნამყოფი (უცნობია, ზუსტად რომელ ქვეყანაში) და კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ მიიყვანა.

ყველა პაციენტი ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმი ვარაუდობს, რომ ორ მათგანს დღეს უკვე გაწერენ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის სამი შემთხვევაა დადასტურებული. სამივე საქართველოს მოქალაქეა. პირველი 50 წლამდე მამაკაცია, რომელიც ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა. მეორე 31 წლის ქალია, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა. მესამე ინფიცირებული კი მამაკაცია, რომელიც მანამდე ირანში იმყოფებოდა.

XS
SM
MD
LG