Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოხსენება: ჩინეთი უიღურების ძალდატანებით შრომას იყენებს ცნობილი ბრენდებისთვის


ე.წ. „პროფესიული მომზადების ცენტრებში“, რომლებშიც, უფლებადამცველთა და მრავალრიცხოვანი მოწმის თქმით, ჩინეთის ხელისუფლება ძალდატანებით ათავსებს ასიათასობით მუსლიმს, ძირითადად ეთნიკურ უიღურებს, ხალხს აიძულებენ იმუშაონ ფაბრიკებში, რომლებიც მსოფლიოს ცნობილი ბრენდების პროდუქციას ამზადებს. ამას მოწმობს ავსტრალიის სტრატეგიული პოლიტიკის ინსტიტუტის ანგარიში.

ჩინეთის ხელისუფლების დოკუმენტებსა და მედიის მონაცემებზე დაყრდნობით, მოხსენების ავტორები ამტკიცებენ, რომ სინძიან-უიღურის ავტონომიური რაიონის ხელისუფლება ამუშავებს ადამიანებს, რომლებიც მანამდე ბანაკებში იყვნენ მოთავსებული. ამასთან, არა მხოლოდ თავად რაიონში, არამედ ჩინეთის სხვა პროვინციებშიც. მთლიანობაში საქმე ეხება, სულ მცირე, 27 ფაბრიკას, რომელშიც არანაკლებ 80 ათასი უიღური მუშაობს.

კომპანიებს შორის, რომლებისთვისაც უშვებენ პროდუქციას ეს ფაბრიკები, დასახელებულია Apple-ი, BMW, Nike, Samsung-ი, Sony, Volkswagen-ი და სხვ. ამასთან, სავარაუდოდ, თავად ამ კომპანიებმა არ იცოდნენ, რომ მათი მომმარაგებლების ფაბრიკებში ძალდატანებით ამუშავებენ ხალხს. როიტერსს მოჰყავს რიგი კომპანიების განცხადებები, რომ ისინი ამოწმებენ გავრცელებულ ინფორმაციას.

ორშაბათს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ცნობები, რომლებსაც შეიცავს მოხსენება და განაცხადა, რომ მისი მიზანია, ჩირქი მოსცხოს ხელისუფლების მიერ წარმოებულ „ანტიტერორისტულ ღონისძიებებს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG