Accessibility links

logo-print logo-print

ასლან ბჟანია მედიკამენტოზური კომიდან გამოვიდა


ასლან ბჟანია, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი, ასლან ბჟანია კომატოზური მდგომარეობიდან გამოვიდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

„ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობაში პოზიტიური დინამიკა შეინიშნება. იგი გამოყვანილია მედიკამენტოზური კომიდან, პულსი და წნევა ნორმალიზებულია“, - განუცხადა წყარომ სამედიცინო წრეებიდან „ინტერფაქსს“. მისი თქმით, ავადმყოფი ამოძრავებს ხელებს, ფეხებს, თავს და შეკითხვებზე თავის დაქნევით პასუხობს.

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატის, ასლან ბჟანიას ჯანრთელობის მდგომარეობა 2 მარტს გაუარესდა. კრასნოდარის კლინიკაში იგი 2 მარტს გადაიყვანეს სოჭიდან, სადაც ჰოსპიტალიზებული იყო მას შემდეგ, რაც თავი ცუდად იგრძნო.

„როგორც ჩანს, საქმე ეხება საკვებით მოწამვლას“, განაცხადა 2 მარტს ბჟანიასთან დაახლოებულმა პოლიტოლოგმა რენატ ქარჩავამ.

2019 წელს ბჟანიამ გადაიტანა მძიმე დაავადება, რომლის მიზეზები დღემდე დაუდგენელია.

22 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში არჩევნები ტარდება. მასში მონაწილეობენ ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია, დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ადგურ არძინბა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ლეონიდ ძიაფშბა.

ასლან ბჟანიას ავადმყოფობის გამო, ამომრჩევლებთან შეხვედრები შეწყვიტეს ასევე ადგურ არძინბამ და ლეონიდ ძიაფშბამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG