Accessibility links

logo-print logo-print

სალომე ზურაბიშვილი: აგრესიამ, სიძულვილმა და შეურაცხყოფამ შეცვალა ქართულ ღირებულებათა სისტემა


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტის წინ ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, რომ ღირებულებები, რაც ქართული კულტურის წიაღიდანაა ამოზრდილი, დღეს მთლიანად ან თითქმის უარყოფილია. ამას საქართველოს პრეზიდენტი "საკუთარ თავში ჩაკეტილობითა" და პოლიტიკური ციებ-ცხელებით ხსნის:

"ერთობის ნაცვლად, ჭარბობს აგრესია, სიძულვილი, შური, შეურაცხყოფა-ყველაფერი, რაც საზოგადოებას ნაწილებად შლის; ყველაფერი, რაც ხელს გვიშლის გამოსავლის პოვნასა და წინსვლაში.

აგრესიამ, სიძულვილმა, შეურაცხყოფამ შეცვალა ქართულ ღირებულებათა სისტემა. მივიღეთ აგრესია - შემწყნარებლობის ნაცვლად; სიძულვილი - სიყვარულის ნაცვლად; შეურაცხყოფა - ზრდილობის ნაცვლად; ეგოიზმი და კარჩაკეტილობა - სოლიდარობის ნაცვლად; შიში - ტრადიციული სიმამაცის ნაცვლად.

ღირებულებები, რომლებიც ქართული კულტურის წიაღიდან, ქრისტიანობიდან, რუსთაველიდანაა ამოზრდილი, დღეს მთლიანად ან თითქმის მთლიანად უარყოფილია. საზოგადოება ერთგვარ დეპრესიაშია. ჩვენ საკუთარ თავს ვეღარ ვცნობთ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისი შეფასებით, ენერგია შეურაცხყოფასა და აგრესიას მიაქვს.

ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს. სხდომას ესწრებიან მხოლოდ "ქართული ოცნებისა" და ამ პარტიიდან ბოლო თვეების განმავლობაში წასული დეპუტატები. კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა". მოხსენებას არ ისმენს "პატრიოტთა ალიანსიც".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG