Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამყრელიძე ამბობს, რომ იტალიაში ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ადგილზე უნდა დარჩეს


„თუ იტალიაში დადასტურდა კორონავირუსი, მას იტალიაში გაეწევა სამედიცინო დახმარება. იქ იქნება ის იზოლირებული“, - თქვა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის შესახებ.

გამყრელიძის თქმით, სამედიცინო მიდგომით, გამოჯანმრთელებამდე ის უნდა დარჩეს ადგილზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით, იტალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე დაუკავშირდა იტალიის ქალაქ ვიტერბოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ქალი, რომელმაც თქვა, რომ აღენიშნებოდა მაღალი სიცხე და სისუსტე.

„საქართველოს მოქალაქეს ჩაუტარდა გამოკვლევა ახალ კორონავირუსზე და დღეს მიღებული პასუხების შედეგად, ქალს დაუდგინდა კორონავირუსი. მოქალაქე რომის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია“, - ამბობს დავით ზალკალიანი.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის სამი შემთხვევაა დადასტურებული. სამივე საქართველოს მოქალაქეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG