Accessibility links

logo-print logo-print

8 მარტს ქალთა უფლებების დასაცავად აქცია იმართება: დროა, პასუხისმგებლობა ვიგრძნოთ


8 მარტს, ქალთა უფლებების დაცვის დღეს, ქალთა მოძრაობა ფემიციდის წინააღმდეგ და ქალთა უფლებების დასაცავად აქციას მართავს. მოქალაქეები თბილისში, ფილარმონიის შენობის წინ 15 საათზე იკრიბებიან.

"დამნაშვეს ყველა სხვაში ხედავს. ფემიციდი სოციალურ პრობლემად იქცა და დროა, პასუხისმგებლობა თითოეულმა ჩვენგანმა იგრძნოს", - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

ქალთა მოძრაობა ბოლო ორ თვეში ქალების მოკვლის სტატისტიკასაც აქვეყნებს. ამ დროის განმავლობაში რვა ქალი მოკლეს. გარდა ამისა, იძალადეს არაერთზე, მათ შორის, ყოფილმა ქმრებმა დაჭრეს ყოფილი ცოლები.

"თუ ხარ ქალი, თუ თვლი, რომ ქალებს ქალობისთვის სჯიან, თუ იბრძვი საკუთარი და სხვა ქალების უფლებების დასაცავად - მოდი!" - აღნიშნულია განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG