Accessibility links

საქართველო იტალიასთან ფრენებს აჩერებს


საქართველო იტალიასთან ფრენებს დროებით წყვეტს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ფრენების შეწყვეტასთან ერთად, მკაცრდება საზღვარზე მგზავრთა შემოწმების წესებიც. ახალი რეგულაციებით:

  • ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებისას საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაექვემდებაროს დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და გაიაროს 14-დღიანი სავალდებულო საკარანტინო პროცედურა;
  • საქართველოში ჩამომსვლელი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ან მოემგზავრებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების გავლით, ექვემდებარებიან ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი არიან გაიარონ 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საზღვარზევე უნდა წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) შემოწმების PCR ცნობა, რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში - სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 9 შემთხვევა ფიქსირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG