Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

120/30-ზე - უმრავლესობა და ოპოზიცია არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმდა


მმართველი პარტია და ოპოზიციური პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ.

ამ ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებით დეპუტატები 120 პროპორციული წესით და 30 მაჟორიტარული წესით აირჩევა. ამავე შეთანხმებით, პარლამენტში მოხვდება ყველა ის პარტია, რომელიც ერთპროცენტიან ბარიერს გადალახავს.

პარტიები შეთანხმდნენ იმაზეც, რომ მთავრობის დასაკომლექტებლად პარტიამ მინიმუმ ხმების 40 პროცენტი უნდა მიიღოს.

იმისთვის, რომ ეს შეთანხმება ძალაში შევიდეს, საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG