Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგა ბოკერია: ხელისუფლებისგან შეთანხმების შესრულების შემდეგ ბოიკოტს მოვხსნით


"ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან არჩევნებთან დაპირების შესრულების შემდეგ ბოიკოტს აღარ მიმართავენ. ამის შესახებ მან ოპოზიცურ პარტიებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ჩვენ გვაინტერესებს შედეგი და შედეგი არის ვითარების განმუხტვა. განმუხტვას ჭირდება ამ პირების გათავისუფლება. ეს პირები ვინ არიან ყველამ იცის: გიორგი რურუა, გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი, ბესიკ თამლიანი", - თქვა გიგა ბოკერიამ.

სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდების შემდეგ "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში არიან. თუმცა, გუშინ, 8 მარტს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება შედგა. 2020 წლის არჩევნები 1-პროცენტიანი ბარიერით ჩატარდება და პარლამენტი 30 მაჟორიტარითა და 120 პროპორციული წესით არჩეული დეპუტატით დაკომპლექტდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG