Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის TV-ის ჟურნალისტს მთავარი საინფორმაციო გამოშვების წაყვანის შეთავაზება რამდენიმე წუთში გაუუქმეს


საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის წამყვანი, თეონა თურმანიძე მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი არ იქნება. მას საინფორმაციო სამსახურის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი აბაზაძემ შეთავაზება მას მერე გაუუქმა, რაც თურმანიძემ თანხმობა ტელეეთერით დაადასტურა.

"სამის ნახევარზე თეონა თურმანიძეს ვკითხე, წაიყვანდა თუ არა მთავარ საინფორმაციო გამოშვებას. სამ საათზე კიდევ ერთხელ ვკითხე. უნდა ეთქვა პასუხი იმიტომ, რომ მთავარ გამოშვებას სჭირდებოდა მომზადება - თუ ის უარს ამბობდა, უნდა მიმეღო ზომები. თეონამ მითხრა, რომ პასუხს მოგვიანებით მეტყოდა... თეონამ ჩემთან შეთანხმების გარეშე, პირდაპირ ეთერში მიიღო გადაწყვეტილება, რომ წაიყვანდა ეთერს", - ასე ხსნის თავის გადაწყვეტილებას აბაზაძე.

საინფორმაციო სამსახურის წამყვანი ტელევიზიას მას შემდეგ არ ჰყავს, რაც თეონა ბაკურიძე არხის დირექტორის გადაწყვეტილებით ეთერიდან მოიხსნა. დღევანდელ ეთერს თავად აბაზაძე წაიყვანს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG