Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბესიკ თამლიანის სასამართლო პროცესი 13 მარტს გაგრძელდება


20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანის სასამართლო პროცესი 13 მარტს გაგრძელდება.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ ნივთიერი მტიცებულებები და ვიდეოჩანაწერები წარადგინა. ბესიკ თამლიანის განცხადებით, წარდგენილ მტკიცებულებებს მის საქმესთან შეხება არ აქვს.

პროცესზე ბესიკ თამლიანის ადვოკატს საპატიმრო სასჯელის გადასინჯვის შუამდგომლობა არ დაუყენებია.

მომდევნო სასამართლო სხდომა მხარეთა მტკიცებულებების წარდგენით გაგრძელდება.

6 მარტს სასამართლომ დამტკიცა 20 ივნისის საქმეზე დაკავებულებსა და პროკურატურას შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება და კახაბერ კუპრეიშვილი, ცოტნე სოსელია და ზურაბ ბუდაღაშვილი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

20 ივნისის საქმეზე ამ დრომდე პატიმრობაში რჩებიან ირაკლი ოქრუაშვილი და ბესიკ თამლიანი.

რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტთან 20-21 ივნისს გამართული აქციის საქმეზე სულ პასუხისგებაში მიცემულია 19 პირი. მათ წინააღმდეგ საქმეები აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG