Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსით (COVID – 19) ბავშვის ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა


ახალი კორონავირუსით (COVID – 19) ბავშვის ინფიცირების პირველი შემთხვევის დადასტურების შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უთხრა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

კლინიცისტის მონაცემებით, ბავშვი ინფექციურ საავადმყოფოში იმ ჯგუფის წევრებთან ერთად შეიყვანეს, რომლებიც 28 თებერვლიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. მათ კორონავირუსი განმეორებითი ტესტის (შვიდი დღის შემდეგ) შედეგად, 10 მარტს დაუდასტურდათ.

„ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვი, სავარაუდოდ, 12 წლისაა. კორონავირუსის ინფექცია, ასევე დაუდასტურდა ბავშვის ოჯახის ოთხ წევრს.

ხუთივე ინფიცირებული იმ ჯგუფის წარმომადგენლები არიან, რომლიდანაც ახალგაზრდა ქალი ინფექციურ საავადმყოფოში უკვე მე-8 დღეა, მკურნალობს.

10 მარტს საქართველოში კორონავირუსით (COVID – 19) ინფიცირების 8 შემთხვევა დაუდასტურდა. სულ ქვეყანაში 23 ადამიანი არის დასნებოვნებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG