Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WHO-მ COVID-19-ის ინფექცია პანდემიად გამოაცხადა


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ ღებრეიუსი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ ღებრეიუსი.

მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელებას შეიძლება პანდემია ეწოდოს. ასეთი განცხადებით გამოვიდა დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორი ტედროს ღებრეიესუსი. „ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ COVID-19-ის ინფექცია შეიძლება პანდემიად იქნეს განხილული“, თქვა მან.

ღებრეიეუსის თქმით, „WHO ღრმად არის შეშფოთებული დაავადების გავრცელებისა და სიმწვავის დონით და უმოქმედობის საგანგაშო დონით“.

ეს პირველი რესპირატორული დაავადებაა, რომელიც პანდემიად ცხადდება, დასძინა ღებრეიუსმა 11 მარტს ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, COVID-19 114 ქვეყანაშია გავრცელებული, ინფიცირებულია 118 ათასი ადამიანი, გარდაიცვალა 4291.

ღებრეიუსმა აღნიშნა, რომ პანდემიის გამოცხადებით „არ იცვლება ის, თუ რა აქვთ გასაკეთებელი ქვეყნებს“ ვირუსის ენერგიულად შეკავებისთვის.

ამასობაში რუსეთის სახელმწიფო ავიაკომპანია „აეროფლოტმა“ აპრილის ბოლომდე შეწყვიტა რეისები იტალიის, ესპანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის მიმართულებით. ყოველ მათგანში 1000-ზე მეტი ინფიცირებულია რეგისტრირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG