Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის გამო, "სუხიშვილები" უკრაინაში ტურნეს წყვეტს


ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ დასმა უკრაინაში გასტროლი შეწყვიტა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ თვითიზოლაციის რეჟიმს დაიცავს.

ანსამბლის ფეისბუკის გვარდზე დღეს, 12 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, 1 თებერვლის შემდეგ 37 კონცეტრი ჩაატარეს პოლონეთის, რუმინეთის, მოლდოვისა და უკრაინის ქალაქებში: "6-10 მარტს კიევის დიდ საკონცერტო დარბაზში, რომელიც 4000-მდე მაყურებელს იტევს, სრული ანშლაგით გავმართეთ 5 კონცერტი. გუშინ უკრაინის მთელს ტერიტორიაზე კორონავირუსით გამოწვეული საფრთხის გამო ოფიციალურად გამოცხადდა კარანტინი, რის გამოც ვწყვეტთ ტურნეს და ჩვენი პროდუსერები ყველა ღონეს ხმარობენ რომ უახლოესი რეისით დაგვაბრუნონ საქართველოში“.

„სუხიშვილები“ აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით, გასტროლებზე მყოფ დასის არც ერთ წევრს არ აღენიშნება ვირუსის სიმპტომები: „მართალია უკრაინა არ შედის მაღალი რისკის მქონე ქვეყნების რიცხვში, ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ ვირუსით შესაძლო ინფიცირების რისკებს და ზუსტად დავიცავთ ყველა საჭირო რეკომენდაციას - ჩამოსვლისთანავე გავივლით სავალდებულო შემოწმებას და დავიცავთ თვითიზოლაციის წესს, რისკენაც მოვუწოდებთ სხვებსაც“.

„სუხიშვილებმა“ გააუქმა თბილისში 3 და 4 აპრილს დაგეგმილი, ანსამბლის 75 წლის საიუბილეო კონცერტებიც, რომელსაც მოგვიანებით გამართავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG