Accessibility links

logo-print logo-print

კორონავირუსის გავრცელების გამო, საფრანგეთსა და ბელგიაში სასწავლო პროცესი შეწყდება


საფრანგეთის მთავრობამ კორონავირუსის COVID-19 გავრცელების გამო, საბავშვო ბაღების, სკოლების და უნივერიტეტების დახურვა გადაწყვიტა. სასწავლო დაწესებულებები მუშაობას 16 მარტიდან შეაჩერებენ. რა დროით, ჯერჯერობით უცნობია.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა 12 მარტს, საღამოს განაცხადა, რომ ეროვნული ჯანდაცვის სისტემაში ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე სერიოზული კრიზისი დაიწყო. მაკრონის თქმით, ვირუსის შეჩერების ძალისხმევის მიუხედავად, დაავადების გავრცელების ტემპი იმატებს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა შეძლებისდაგვარად სახლში ყოფნისა და კონტაქტების მაქსიმალურად შეზღუდვისკენ მოუწოდა 70 წელზე უფროსი ასაკის მოაქალაქეებს, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. ამასთან, საფრანგეთი არ აპირებს 15 მარტს დანიშნული მუნიციპალური არჩევნების გადადებას.

13 მარტის დილის მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსით დაავადდა სულ 2876 ადამიანი. 61 გარდაიცვალა.

14 მარტიდან სკოლები იხურება ბელგიაშიც. მთავრობის ინფორმაციით, გაუქმდა კულტურული ღონისძიებები და შეიზღუდა რესტორნების და ბარების მუშაობა. ბელგიის პრემიერ-მინისტრმა სოფი ვილიემსმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მიღებული ზომებით სურთ თავიდან აიცილონ იტალიის მსგავსი სიტუაცია და ჯერჯერობით საუბარი არ არის სრულ იზოლაციაზე.

13 მარტის დილის მონაცემებით, ბელგიაში კორონავირუსით დაავადდა სულ 399 ადამიანი. გარდაიცვალა 3.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG