Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ ბესიკ თამლიანი პატიმრობაში დატოვა


20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესკიკ თამლიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლას მოითხოვდა.

მოსამართლემ თამლიანის პატიმრობაში დატოვების მიზეზად „ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები, მისი ქცევა და დამოკიდებულება“ დაასახელა.

როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სასამართლო პროცესიდან იტყობინება, თამლიანმა მოსამართლის გადაწყვეტილება გააპროტესტა, რის გამოც მას დარბაზი დაატოვებინეს.

ბესიკ თამლიანს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

თამლიანის სასამართლო პროცესი 23 მარტს გაგრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG