Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

18 მარტიდან საქართველოს საზღვრები იკეტება


კორონავირუსის COVID-19 მასობრივად გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 18 მარტს, 00:00 საათიდან უცხოელებისთვის მთლიანად დაიკეტება საქართველოს საზღვრები.

გადაწყვეტილება მიიღო კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.

პრემიერის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, უცხო ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლა ორი კვირით ეკრძალებათ. ჩიქოვანმა ხაზი გაუსვა, რომ ეს შეზღუდვა უკვე დღეიდან, 16 მარტიდან მოქმედებს რუსეთის მოქალაქეებისთვის.

„საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ექნებათ სურვილი, რომ დაბრუნდნენ სამშობლოში, მათ ექნებათ საშუალება, გამოიყენონ ის ავიამიმოსვლა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ავიახაზები“, - თქვა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

16 მარტის 13:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით COVID-19 დაავადების 33 შემთხვევა. კარანტინის რეჟიმშია 637 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 54.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG