Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხვალიდან "მარშრუტკებით" მგზავრების გადაყვანა იკრძალება


საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას თქმით, ხვალიდან, 18 მარტიდან თბილისში და არამარტო დედაქალაქში მიკროავტობუსებით მგზავრების გადაყვანა იკრძალება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული მუნიციპალური ტრანსპორტის (მეტრო, ავტობუსი) მოვლა და დეზინფექცია უფრო მარტივია და მოქალაქეებისთვის უფრო უსაფრთხო.

"ეს გადასვლა არის ძალზედ მნიშვნელოვანი და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამ მხრივ, პირველ რიგში, ჯანდაცვის სისტემით. ჯანდაცვის სისტემის მზაობა ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის სისტემა სრულად უნდა იყოს მზად გაზრდილი რაოდენობის პაციენტების მისაღებად", - განმარტა მან.

საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის დადასტურებული 34 შემთხვევაა და მათგან ერთი გამოჯანმრთელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG