აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ გავლენიანი მოლდოველი ოლიგარქი ვლად პლახოტნიუკი, რომელიც მსხვილ საბანკო მაქინაციებთანაა დაკავშირებული, აშშ-ში იმყოფება მიუხედავად იმისა, რომ წლის დამდეგს მას ამერიკაში შესვლა აეკრძალა.
ხელისუფლებამ დაადასტურა რადიო თავისუფლების მიერ ადრე გამოქვეყნებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პლახოტნიუკი აშშ-შია და რომ მისი დეპორტაცია მზადდება.
ამის თაობაზე განცხადება გააკეთა მოლდოვაში აშშ-ის საელჩომ, მაგრამ დეტალებისგან თავი შეიკავა.
თავად პლახოტნიუკის პოვნა კომენტარებისთვის ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ვითარებაში გარკვეული ერთი წყაროს თანახმად, პლახოტნიუკი აშშ-ში მანამდე შევიდა, სანამ მას სავიზო აკრძალვას დაუწესებდნენ.