Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიამ კორონავირუსით დაავადებული იტალიელი პაციენტები მიიღო


გერმანიის ქალაქ ლაიფციგის აეროპორტში დაეშვა იტალიის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავი, რომელმაც გერმანიაში ჩაიყვანა COVID-19-ით დაავადებული პაციენტები. გერმანიას დახმარება იტალიის ხელისუფლებამ თხოვა.

DW-ს ინფორმაციით, თავდაპირველად საუბარი იყო 6 დაავადებულზე, თუმცა, გერმანიაში სავარაუდოდ, ჩაიყვანეს სულ მცირე 8 იტალიელი პაციენტი. საქსონიის ფედერალური მიწის პრეზიდენტის, მიხაელ კრეჩმერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ გერმანიას სხვების დახმარებაც შეუძლია.

ამ დროისთვის კორონავირუსის COVID-19-ის გავრცელების მასშტაბი ყველაზე საგანგაშო იტალიაშია. 24 მარტის 8:30 საათის მონაცემებით, იტალიაში სულ დაავადდა 63 927 ადამიანი. მათგან 6 077 გარდაიცვალა. განიკურნა 7432.

გერმანიაში დაავადდა სულ 29 056 ადამიანი. მათგან 123 გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 453.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG