Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი კორონავირუსით დაინფიცირდა


საქართველოში სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე ისაუბრა.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოში სამედიცინო პერსონალი უფლებამოსილების შესრულების დროს კორონავირუსით დაავადდა.

"დღეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გვაქვს სამი შემთხვევა, რომლის წარმომადგენელსაც ვერ ვადგენთ. როდესაც მსგავსი შემთხვევა იყო მარნეულში, მარნეული და ბოლნისი გამოცხადდა სრულად საკარანტინო ზონად. დღეს ჩვენ გვაქვს სამი ასეთი შემთხვევა და სამწუხაროდ, ამასთან ერთად გვაქვს ერთი შემთხვევა, როდესაც სამედიცინო სექტორის თანამშრომელი არის ინფიცირებული. ეს გვაძლევს ყველა სხვა მოცემულობასთან ერთად, შემდგომი ნაბიჯების გამკაცრების შესაძლებლობას", - თქვა გახარიამ.

დღეს, 30 მარტს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით კიდევ უფრო შეიზღუდა მოქალაქეთა გადაადგილების წესები. ხვალიდან ტაქსის გარდა, ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი წყვეტს მუშაობას და ცხადდება ე.წ. კომენდანტი საათი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 100 შემთხვევა დასტურდება, მათგან 18 განიკურნა. ამ ეტაპზე სამი პაციენტის შემთხვევაში ვერ დგინდება ინფიცირების წყარო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG