Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლოპოტა, გუდაური, საირმე - სად ცხოვრობენ კარანტინში 


საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მუშაობის სფეციფიკა შეიცვალა - უწყება სხვადასხვა სასტუმროების ნომრებს საკარანტინე სივრცეებად ქირაობს. პირველ ეტაპზე, ამ ამოცანაზე მინიმუმ 22,6 მილიონი ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული.

ხელშკრულება 50-მდე სასტუმროსთან დაიდო, მათგან უმრავლეს შემთხვევაში ორთვიანი ვადით. ერთი ნომრის ფასი 25 ლარიდან იწყება და 140 ლარამდე მერყეობს. სასტუმროები საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა თუ საკურორტო ზოლში მდებარეობს, მათ შორის თბილისში, ბათუმში, ანაკლიაში, გუდაურში, წინანდალში.

საკარანტინე სივრცეები შეიქმნება ისეთ პრესტიჟულ სასტუმროებში როგორიცაა Sairme Resort, "შატო მერე", "გუდაური ინ" და "ლოპოტა". თუმცა ხელშეკრულებები დაიდო ნაკლებად ცნობილი სასტუმროებთან, მაგალითად, "გოლდთან" მარნეულში და "ლაერტონთან" თბილისში.

ხელშეკრულებებით განსაზღვრულია კარანტინში მყოფი პირების მომსახურების წესებიც:

  • საკვები მათ ერთჯერადი კონტეინერით სასტუმროს კართან ერთჯერადი პარკით უნდა დაუტოვონ;
  • მათ დამატებითი პარკი უნდა დახვდეთ ნაგვის ჩასაყრელად. საჭიროების შემთხვევაში პერსონალმა ის სტანდარტების დაცვით უნდა გაანადგუროს;
  • სასტუმრომ ყველა მოქალაქეს თერმომეტრი და ჰიგიენისთვის საჭირო საშუალებები უნდა დაახვედროს. მათ შორის, ტუალეტის ქაღალდი, საპონი, შამპუნი, დასაბანი გელი, ჭურჭლის სარეცხი საშუალება, კბილის პასტა, კბილის ჯაგრისი, ერთჯერადი ჩუსტი;
  • ნომერში შესულ ადამიანს ჩაიდანი, ჭიქები, კოვზები, ჩაი, ყავა, შაქარი და ორი ბოთლი წყალი უნდა დახვდეს;
  • ოთახში უნდა იყოს მაგიდისა და იატაკის საწმენდები, ცოცხი და აქანდაზი;
  • აუცილებელია ორ დღეში ერთხელ სასტუმროს ოთახებისა და მიმდებარე ტერიტორიის დალაგება (ნაგვის გატანა) და ორ კვირაში ერთხელ დერეფნების კორიდორების დეზინფექცია.

გარდა ამისა, სასტუმრო ვალდებულია:

  • ტერიტორიზე მყოფი სამართალდამცავები და სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლები გამოკვებოს;
  • არ დაუშვას, ადმინისტრაციის წინასწარი თანხმობის გარეშე, სოციალური ან სხვა მედიის საშუალებით ინფორმაციის გავრცელება ხელშკრულების პირობების შესახებ, სტუმრების იზოლაციის, საკარანტინო პირობების, მათ კვებისა და მათ განთავსების შესახებ.

12 სასტუმროს (578 ნომერი) შემთხვევაში ხელშეკრულებაში კონკრეტული ვადა გაწერილი არაა. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ "მომსახურების გაწევის ვადა პირველი სტუმრის მიღებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის ჩათვლით" არის.

არის ისეთი შემთხვევაც, როცა სახელმწიფომ თანხის გადახდის ვალდებულება მომსახურების მიღებამდე აიღო. მაგალითად, “საქართველოს სასტუმროები და სპასთან” დადებულ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ თანხის 100% ავანსად 10 (ათი) სამუშაო დღეში უნდა ჩარიცხოს. ამ კომპანიასთან 1 330 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება 31 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით დაიდო.

მათ შორის ჯამში ყველაზე ძვირადღირებული ხელშეკურლება, (2 285 530 ლარი,) სს მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმთან გაფორმდა. დაიდო. ტურიზმის ადმინისტრაციამ სხვადასხვა დროით ბათუმში ოთხი სასტუმროს ჯამში 682 ნომერი იქირავა.

კიდევ ერთი კომპანია, რომელთანაც ძვირადღირებული ხელშეკრულება, 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტი გაფორმდა, (2 087 362 ლარი) დაიდო შპს კურორტი საირმეა (Sairme Resort და Best Western Sairme). სახელმწიფო ჯამში 210 ნომერს ქირაობს, ერთი ნომრის ღირებულება 140 ლარი, ერთი პირის კვება დღეში 30 ლარი ჯდება. დამატებით არის გათვალისწინებული თანხა დეზინფექციისთვის.

XS
SM
MD
LG