Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატი არ შეგვიქმნია - ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი


ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი აცხადებს, რომ სიცრუეა სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ცენტრში გამოჯანმრთელებული პაციენტების სისხლის პლაზმისგან მედიკამენტი შექმნეს. „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უცნობმა პირებმა ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, პროფესორ თენგიზ ცერცვაძის ყალბი გვერდი შექმნეს, სადაც ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს, ენდოს მხოლოდ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ცნობებს.

XS
SM
MD
LG