Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯორჯიან ეარვეისი: საქართველოში აღდგომას წმინდა ცეცხლს ჩვენ ჩამოვიტანთ


საქართველოს ავიახაზების (ჯორჯიან ეარვეისის) დირექტორის, რომან ბოკერიას თქმით, აღდგომას, 19 აპრილს ისრაელიდან საქართველოში წმინდა ცეცხლს მათი ავიაკომპანია ჩამოიტანს. ამის შესახებ რომან ბოკერიამ რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს აღნიშნა.

ბოკერია დღეს საქართველოს საპატრიარქოში იყო. როგორც ამბობს, ის ხატის საჩუქებლად დაიბარეს.

"დღეს არის სასწაული დღე, პრინციპში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ჯორჯიან ეარვეისს ხატი გადასცა საჩუქრად. პატრიარქს ეს ხატი აჩუქეს 2013 წელს. მის ოფისში იყო... ეს არის დამცველი ანგელოზები... დღეს პატრიარქმა ეს ხატი აკურთხა ჯორჯიან ეარვეისის სახელზე იმისათვის, რომ მადლი და ლოცვა გადასულიყო ჩვენი ეკიპაჟის წევრებზე და, რაც მთავარია, იმ ხალხზე, რომელიც ჩამოგვყავს ჩვენ. ხვალ, 7 აპრილს ხატი უკვე აბრძანდება ჩვენს ბორტზე და იფრენს ყოველ იმ რეისთან ერთად, რომლითაც ჩამოგვყავს საქართველოს მოქალაქეები", - ამბობს ბოკერია.

ყოველწლიურად აღდგომის დღესასწაულზე ისრაელიდან საქართველოში ცეცხლი ჯორჯიან ეარვეისს ჩამოაქვს ხოლმე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG