Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული ოცნება: 100 მილიონი StopCoV ფონდში ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა ჩარიცხა


კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა. ამის შესახებ ინფორმაციას ივანიშვილის პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება" ავრცელებს:

"სპეციალურად StopCoV ფონდისთვის 100 მილიონი ლარი ბიძინა ივანიშვილმა „ქართუ ფონდში“ რამდენიმე დღის წინ ჩარიცხა. ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დონაცია კორონავირუსთან ბრძოლის ფონდის ანგარიშზე გუშინ გვიან ღამით აისახა".

StopCoV ფონდი მარტის დასაწყისში შეიქმნა და შეგროვებული თანხა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად დაიხარჯება.

ივანიშვილის დონაციის შემდეგ, ანგარიშზე 124 543 899 ლარია მობილიზებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG