Accessibility links

ნათია თურნავა პირბადეებზე: გემოვნებაზე არ დავობენ


საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ საქართველოში შეკერილი პირბადეები თავის მთავარ მოთხოვნას, მოსახლეობის დაცვას, ასრულებს. ასე გამოეხმაურა მინისტრი იმ კრიტიკას, რომელიც ქართული წარმოების პირბადეების ბაზარზე გამოჩენას მოჰყვა.

"გემოვნებაზე არ დავობენ. მე რომ მკითხოთ, ეს არის მართლაც ყველაზე უფრო მოთხოვნადი, ლამაზი, მოხდენილი ნივთი, რაც მთავარია, იკერება საქართველოში", - თქვა მან.

მანვე აღნიშნა, რომ პირბადე მოდური აქსესუარი არაა და ის ეპიდემიისგან თავის დასაცავად აუცილებელია.

"ჩვენ ალბათ ყველას გაგვიხარდება, დადგება დრო, როცა კორონავირუსს გადავლახავთ, დადგება დრო, რომ ჩვენ პირბადეს შევხედავთ როგორც დიზაინერულ ატრიბუტს და არა ისეთ მნიშვნელოვან ნივთს, რომელიც დღეს ჩვენს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას იცავს", - დასძინა მან.

საქართველოს სააფთიაქო ქსელებში მეორე დღეა ქართული წარმოების პირბადეები იყიდება. მისი მრავალჯერადად გამოყენება შეიძლება, ღირებულება კი 50 თეთრია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG