Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა იმნაძე ქართულ პირბადეზე: მერე შეიძლება დემნა გვასალიამ ეგეთი გამოუშვას


კითხვაზე, რამდენად აკმაყოფილებს უსაფრთხოების ნორმებს საქართველოში წარმოებული პირბადე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ უპასუხა, რომ „მერე შეიძლება დემნა გვასალიამ ეგეთი გამოუშვას, იმიტომ, რომ ეგეთი რამეები მოსწონს ხოლმე, გახსოვთ, როგორი რამეები ჰქონდა გამოშვებული. მე ვიზუალსაც ვერაფერს ვუწუნებ“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მისი სიტყვებით, დღევანდელი თაობა განებივრებულია პირბადეების ნაირსახეობით, რომელიც არსებობს ბაზარზე, მსოფლიოში. მაგრამ დღეს მსოფლიოში ყველგან პირბადეების დეფიციტია,

გუშინ იაპონიის პრემიერ- მინისტრი ვნახე და ამის [ქართული პირბადის] დიზაინი აშკარად უკეთესია. ამას ერთი მხრიდან ცხვირის ადგილას მონიშნული აქვს, ანუ ამას ვერ შეცვლი ისე, რომ არასწორად გაიკეთო“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე განმარტებით, წლების განმავლობაში სპეციალისტები ასეთი პირბადეებით მუშაობდნენ სხვადასხვა ვირუსის კვლევისას.

ეს არის ჩვეულებრივი ანა-ბანა, სანამ იქნებოდა ის ნიღბები, ჩვენ ყველანი, მათ შორის ჩემი სამსახური, რომელსაც ყველაზე საშინელი სახელი ერქვა საქართველოში - „შავი ჭირი“ გვერქვა და ვმუშაობდით არა მარტო შავ ჭირზე, არბოვირუსებზე ვმუშაობდით, ყვავილის ვირუსზე ვუშაობდნენ, აი, ასეთი პირბადეებით - ბინტის გვეკეთა, ეს იცავს წვეთოვანი ინფექციებისგან ძალიან ეფექტურად“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მისივე განმარტებით, ექიმებს N95 სტანდარტის რესპირატორების გამოყენებას ურჩევენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით დაიწყო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში რამდენიმე სამკერვალო პირბადეებს კერავს. „ეს პირბადეები დამზადდება სხვადასხვა მასალისგან, რომელიც შეთანხმებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და შემოწმებულია ლუგარის ლაბორატორიაში“, - ამბობდა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG