Accessibility links

ეზუგბაია: საქართველოში წარმოებული პირბადე აბსოლუტურად იცავს ადამიანს წვეთოვანი ინფექციისგან


მარინა ეზუგბაია

ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია საქართველოში წარმოებული პირბადეებს აფასებს.

„ტელესივრცესა და სოციალურ ქსელში ქილიკობენ საქართველოში წარმოებულ პირბადესთან დაკავშირებით, რომელიც მე და ერთ ჟურნალისტს უკეთია. მე მინდა გითხრათ, რომ ეს პირბადე აბსოლუტურად იცავს ადამიანს ნებისმიერი წვეთოვანი ინფექციისა და ასევე COVID -19-სგან. ეს პირბადე ტესტირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ეროვნული ცენტრის უსაფრთხოების სამსახურის მიერ და ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ამიტომ, მოსახლეობას ვეუბნები, რომ ეს პირბადე არ არის საშიში“, - თქვა ეზუგბაიამ.

საქართველოს სააფთიაქო ქსელებში გამოჩნდა ადგილობრივი წარმოების პირბადე.

საქართველოში წარმოებული პირბადე
საქართველოში წარმოებული პირბადე

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით დაიწყო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში რამდენიმე სამკერვალო პირბადეებს კერავს. „ეს პირბადეები დამზადდება სხვადასხვა მასალისგან, რომელიც შეთანხმებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და შემოწმებულია ლუგარის ლაბორატორიაში", - ამბობდა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG