Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია საპატრიარქოში იმყოფებოდა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საპატრიარქოში იმყოფება, - ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას მთავრობის პრესსამსახურში დაუდასტურეს. ისინი დამატებითი ინფორმაციის გაცემისგან თავს იკავებენ. როგორც მტავრობის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, მანამდე საპატრიარქოში იმყოფებოდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე. „საუბარი მარტო სააღდგომო ლიტურგიაზე არ იყო. მის უწმინდესობასთან ზოგადად, ვისაუბრეთ ეპიდსიტუაციაზე, რა ხდება ქვეყანაში და მსოფლიოში“, - უთხრა გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG