Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია: ბზობის დღესასწაულზე შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტურად უნდა ემოქმედა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბზობის დღეს საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვების დარღვევებზე უფრო ეფექტურად უნდა ემოქმედა.

„ჩვენ ვაღიარებთ, აბსოლუტურად გულწრფელად, რომ ბზობის დღეს სახელწიფო ინსტიტუტებს და პირველ რიგში შინაგან საქმეთა სამინისტროს, უნდა ემოქმედა უფრო ეფექტურად. ამას ვაღიარებთ. მაგრამ ჯარიმების კიდევ უფრო გამკაცრება არ იგეგმება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, იგეგმება არა ჯარიმების, არამედ აღსრულების გამკაცრება.

საქართველოში 21 მარტიდან, მას შემდეგ, რაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, აიკრძალა 10 კაცზე მეტის ერთ სივრცეში შეკრება. მოგვიანებით კი შეიზღუდა 3 კაცზე მეტის ერთად შეკრება. ამ შემთხვევაშიც კი მოქალაქეებმა 2-მეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვან. წესების დარღვევის შემთხვევაში პოლიცია მოქალაქეს 3 ათასი ლარით დააჯარიმებს.

შემოღებული აკრძალვების მიუხედავად, ეკლესიაში არ შეწყვეტილა წირვა. ერთ ჭერქვეშ ან ერთ ეზოში რამდენიმე ათეული ადამიანი იკრიბება. ამ დრომდე არაა ცნობილი, დააჯარიმა თუ არა პოლიციამ ვინმე საეკლესიო რიტუალზე ყოფნის დროს.

XS
SM
MD
LG