Accessibility links

გორში გარემოვაჭრეების დახლები დაშალეს


გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ავტოსადგურთან არსებული გარევაჭრობის დახლები დაშალა.

მოვაჭრეთა განცხადებით, მერიასთან შეთანხმებით, ამ ტერიტორიაზე ვაჭრობის უფლება აგვისტომდე ჰქონდათ, თუმცა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობით ისარგებლა და დახლების დაშლა კომენდანტის საათის დროს დაიწყო. ერთ-ერთი მოვაჭრე მარინა გაგლოევა ირწმუნება, რომ საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებულ წესებს იცავდნენ.

თავის მხრივ, გორის მერიაში განაცხადეს, რომ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, გარემოვაჭრები ჭავჭავაძისა და გურამიშვილის ქუჩებზე განაგრძობდნენ აკრძალულ საქმიანობას: „აღნიშნული ობიექტები, გარდა იმისა, რომ აუშნოვებდნენ ქალაქის იერსახეს, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საფრთხეს უქმნიდნენ მოქალაქეების ჯანმრთელობას. ქუჩები, სადაც ხელოვნური სავაჭრო ნაგებობი იყო განთავსებული დღის განმავლობაში ხალხმრავლობით გამოირჩეოდა და ინტენსიურად ირღვეოდა კორონავირუსის პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციები“.

გორში გარევაჭრობა 2018 წლის 8 მაისიდანაა აკრძალული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG