Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თენგიზ ზერცვაძის თქმით, პლაქვენილს მსუბუქი პაციენტების სამკურნალოდ არ იყენებენ


ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, გამორიცხულია კორონავირუსით ინფიცირების დროს ექიმმა უსიმპტომო პაციენტების სამკურნალოდ პლაქვენილი გამოიყენოს. ამ მედიკამენტის გამოყენების წესზე მან ბრიფინგზე ისაუბრა.

„შეიძლება ვიღაცა ექიმმა ჩათვალოს, რომ მაინც სჭირდება და ვიღაცამ ჩათვალოს, რომ არ სჭირდება... მსუბუქი და საშუალო სიმპტომებიანს, შეიძლება ექიმმა გადაწყვიტოს, მისცეს, რომ მალე გამოჯანმრთელდეს. პლაქველინი რას შვება? - ამსუბუქებს დაავადების მიმდინარეობას და ამსუბუქებს ვირუსის განდევნას. ამაში არაფერი შავდება“, - ამბობს ის.

საქართველოში პლაქვენილის გამოყენებას კრიტიკა უკვე მოჰყვა. ცერცვაძე ამბობს, რომ ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული ტყუის.

„მისი მთავარი არგუმენტი იყო, რომ მას თითქოს ვიღაცებმა შესჩივლეს, რომ არ სჭირდებოდათ პლაქველინი, უსიმპტომოები იყვნენ და დაუნიშნეს. ის არის პოლიტიკურად ანგაჟირებული და იმ კატეგორიას მიეკუთვნება, ვისაც სხვისი აშენებული საქართველო არ უნდა. და თუ ის სხვა ქვეყანას კარგად აშენებს, იმას ეს არ უნდა“, - თქვა ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსთან საბრძოლველად პრეპარატ პლაქველინსაც იყენებენ. ცერცვაძე ამბობს, რომ მედიკამენტს მსუბუქი პაციენტების სამკურნალოდ არ იყენებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG