Accessibility links

ევროპული საქართველო პლენარულ სხდომას ბოიკოტის გამო არ დაესწრება


საქართველოს პარლამენტში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, ევროპული საქართველო საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხზე ჩანიშნულ პლენარულ სხდომას ბოიკოტის გამო არ დაესწრება. ინფორმაცია ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გააჟღერა.

ევროპული საქართველოს განცხადების მიხედვით, პარტია არ დაესწრება 22 და 23 აპრილს ჩანიშნულ სხდომებს. სხდომას არ დაესწრება არც დამოუკიდებელი დეპუტატი, რამაზ ნიკოლაიშვილი.

პარტია მთავრობისგან საგანგებო მდგომარეობის მხარდაჭერისთვის კრიზისული გეგმის წარდგენას სთხოვდა. თუმცა, როგორც გაირკვა, მთავრობა ამ გემის წარდგენას საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შემდეგ, 24 აპრილს გეგმავს.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან არის გამოცხადებული. მთავრობას უნდა, რომ შეზღუდვები კიდევ ერთი თვით, 22 მაისამდე გაგრძელდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG