Accessibility links

ლატვიაში COVID-19-ით გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე


ლატვიაში გარდაიცვალა თელავის მკვიდრი, 52 წლის გია გიორგაძეა. ამ ფაქტს ადასტურებენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები. გიორგაძის შვილის ინფორმაციით, მამამისს გულთან დაკავშირებული ქრონიკული დაავადება ჰქონდა, რის გამოც დაავადება ვეღარ გადაიტანა.

მამაკაცი ლატვიაში წლების განმავლობაში მუშაობდა, ბოლოს კი საქართველოდან ამ ქვეყანაში იანვრის თვეში გაემგზავრა. ის მუშაობდა სატვირთო მანქანის მძღოლად.

მომხდართან დაკავშირებით ოჯახი უკვე დაუკავშირდა ლატვიაში საქართველოს საელჩოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს. თანხმდება ცხედრის გადმოსვენების დეტალები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG