Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრანსგენდერმა ქალმა თავის დაწვა სცადა - პროტესტი თბილისის მერიასთან


პოლიციამ აღკვეთა სუიციდის მცდელობა თბილისის მერიასთან. „ტვ პირველი" ავრცელებს კადრებს, რომელზეც ჩანს, რომ ტრანსგენდერმა ქალმა თავის დაწვა სცადა. „მე ვარ ტრანსგენდერი ქალი და იმიტომ, რომ საქართველოს სახელმწიფო ჩემზე არ ზრუნავს, თავს ვიკლავ“, - ამბობს ტრანსგენდერი ქალი. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მან დამწვრობა მიიღო და ამჟამად თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე. როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა, ტრანსგენდერ თემს, რომელიც ისედაც მივიწყებული ჰყავს სახელმწიფოს, COVID-19-ის გავრცელების დროს არავინ მიაქცია ყურადღება. „ანგარიშით ერთი თვის ქირის თანხა სამოქალაქო აქტივისტებმა მოვუგროვეთ, ყველა ქირით არის, ყველა გამოგდებულია სახლიდან და არ აქვთ საცხოვრებელი ფართი. ახლა მოუწიათ მეორე თვის ქირამ და მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, სახელმწიფომ არაფერი გადაუხადა და რჩებიან ქუჩაში”, - ამბობს ნატა ფერაძე. მისი ინფორმაციით, კიდევ ერთ ტრანსგენდერ ქალს სამი დღის წინ ჰქონდა სუიციდის მცდელობა. „ახლა უკვე არის უკიდურესი ზომა იმისთვის, რომ ყურადღება მიიქციონ და აღიარონ მოქალაქედ“, - თქვა ფერაძემ.

რამდენიმე დღის წინ სამოქალქო აქტივისტების ორგანიზებით უმუშევრად დარჩენილი ტრანსგენდერი ადამიანების დასახმარებლად ვიდეორგოლი მოამზადეს, რომელშიც თავადაც მონაწილეობენ.

ტრანსგენდერი ადამიანები რადიო თავისუფლებასთან ჰყვებოდნენ, რომ COVID - 19-ის გავრცელებამ მათი მდგომარეობა დაამძიმა.

XS
SM
MD
LG