Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური დახმარების საკოორდინაციო პლატფორმა შეიქმნა


საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური დახმარების პირველი საკოორდინაციო პლატფორმა ამოქმედდა. პლატფორმა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პროფესიულ ჯგუფებს აერთიანებს, რომლებიც მოსახლეობას ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური დახმარების დისტანციურ მომსახურებას უფასოდ სთავაზობენ. ინიციატივის ავტორი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაა.

„პლატფორმაზე გაერთიანებულია რამდენიმე ცხელი ხაზი, სერვისები ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებისთვის და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფისთვის. პლატფორმის ფარგლებში, ასევე მიმდინარეობს იდეების, მიდგომების, გამოცდილებისა და ფსიქოსაგანმანათლებლო მასალის გაზიარება“, - აცხადებენ წითელ ჯვარში.

ამ დროის მონაცემებით, ამ პლატფორმას 17 ორგანიზაცია და პროფესიული ჯგუფი შეუერთდა. დაინტერესებულ მოქალაქეებს, სერვისებთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ საქართველოს წითელი ჯვრის უფასო ცხელ ხაზზე - 0 800 000 018.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG