Accessibility links

ევროპარლამენტარი ხელისუფლებას ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს


ევროპარლამენტის წევრი ანდრიუს კუბილიუსი წერილებით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს და აღნიშნავს რომ ევროპარლამენტარებს სჭირდებათ მკაფიო მტკიცებულება იმისა, რომ საარჩევნო საკითხებზე ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმება შესრულდება და 2020 წლის არჩევნები თავისუფალ სამართლიან გარემოში ჩატარდება.

წერილში ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრი, ლიტველი პარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი აღნიშნავს, რომ 13 აპრილს ირაკლი ოქრუაშვილისადმი გამოტანილი ხუთწლიანი პატიმრობის განაჩენი მხარეთა შორის უნდობლობის ზრდის გამოხატულებაა. აქვე იგი აღნიშნავს, რომ გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეები კითხვის ნიშნს ქვეშ აყენებს შეთანხმებას, რომელსაც მხარეებმა მიაღწიეს.

ევროპარლამენტარის შეფასებით, პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმება მხარდაჭერილი იყო ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, თუმცა მთავრობა მას არ ასრულებს, რაც შეამცირებს მომავალი საპარლამენტო არჩევნებისადმი ნდობას.

2020 წლის არჩევნები ახლებური საარჩევნო სისტემით რომ უნდა ჩატარდეს, ამაზე ხელისუფლება და ოპოზიცია 8 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით შეთანხმდნენ.

შეთანხმების თანახმად, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG